კითხვა-პასუხი

რატომ MODE.COM.GE და რა უპირატესობა აქვს მას სხვა პორტალებთან შედარებით?

პორტალის უპირატესობები მარტივად ჩანს მის მახასიათებლებში:

  • ერთი უდრის ყველას. ირჩევთ ერთს და გემსახურებით ყველა;
  • განცხადებები დუბლირებების გარეშე;
  • მხოლოდ აქტიური და გადამოწმებული ინფორმაცია;
  • ბაზრის ლიდერი კომპანიების მომსახურება და ერთიანი MLS მონაცემთა ბაზა;
  • დეტალური საძიებო სისტემა;
  • ინტეგრირება საერთაშორისო პორტალებთან

როგორც ზემოთ ვახსენეთ უძრავი ქონების პორტალი GNARE.GE წარმოადგენს პროფესიონალურ პორტალს, ამიტომ აქ მოხვედრილი ქონება არის სრულყოფილად გამოკვლეული შესაბამისი ბროკერის მიერ, ის არის ერთადერთი ამ პორტალზე, რადგან იკრძალება რამდენჯერმე ატვირთვა, რითაც არ ნაგვიანდება საიტი და სასურველი ქონების პოვნა პოტენციური მყიდველისთვის ხდება ადვილი. აღნიშნული ქონება ასევე ავტომატურად ხვდება ყველა ბროკერის საერთო MLS ბაზაში და იმის გარდა რომ განცხადებით დაინტერესდება საიტის ჩვეულებრივი დამთვალიერებელი, ამ ქონებას ფაქტიურად ყველა წევრი ბროკერი აქტიურად გაავრცელებს საკუთარი არხებით ინტერნეტში, საკუთარი აგენტების პირად შეხვედრებში დამკვეთებთან და სხვა ყველა შესაძლო ფორმით. ბროკერები მუშაობენ თანამშრომლობა-განაწილების მეთოდით, რაც იძლევა მაქსიმალურ ეფექტს მესაკუთრის სწრაფად დაკმაყოფილებისთვის;

რა უპირატესობები აქვს დამკვეთს ასოციაციის წევრ სააგენტოსთან ურთიერთობის შემთხვევაში?

თქვენ ირჩევთ ერთ-ერთ კომპანიას, აფორმებთ მომსახურების ხელშეკრულებას, რის შემდეგაც იგი წარმოადგენს თქვენს ინტერესებს ასოციაციაში შემავალ ყველა კომპანიასთან;
თქვენ როდესაც ურთიერთობთ ერთ კომპანიასთან, ის ავტომატურად თანხმდება სხვა სააგენტოებთან პარტნიორობაზე, რის შედეგადაც გამოირიცხება ინტერესთა კონფლიქტი და შედეგს აღწევთ გაცილებით მოკლე ვადებში, ვიდრე ცალ-ცალკე კომპანიებთან ურთიერთობით;
MODE.COM.GE-თან თანამშრომლობით თქვენ ზოგავთ დროს და ენერგიას, ერთი რეალტორის არჩევით ურთიერთობთ ყველა სხვა რეალტორთან, იღებთ  შედეგს უმოკლეს დროში;
 

MODE.COM.GE ეს არის არა მარტო უძრავი ქონების პროფესიონალური პორტალი საქართველოში, არამედ ეს არის საერთაშორისო სტანდარტებით მომუშვე ბროკერების ერთიანი MLS მონაცემთა ბაზა. ყველა ბროკერი მუშაობს "საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის" მიერ შემუშავებული წესებითა და მეთოდებით, რაც ითვალისწინებს პირველ რიგში მესაკუთრე და დამკვეთი ფიზიკური თუ იურიდიული პირების ინტერესების მაქსიმალურ დაცვას. ბროკერები ერთმანეთში მუშაობენ ერთიანი თანამშრომლობის და შემოსავლების განაწილების პრინციპებით, რაც ზრდის ტრანზაქციების მოხდენის ალბათობას და სისწრაფეს. ამჟამად ასოციაციაში გაწევრიანებული არის 30-მდე ბროკერი (სააგენტო), რაც თავის რიგებში 150-მდე პროფესიონალ აგენტ რეალტორს გულისხმობს. აქედან გამომდინარე როცა მესაკუთრე თავის ქონებას ათავსებთ პორტალზე MODE.COM.GE მის უძრავ ქონებაზე მუშაობას იწყებს ერთდროულად 100-ზე მეტი რეალტორი აგენტი. 

"საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია" მუდმივ ურთიერთობაშია უძრავი ქონების სფეროში დასაქმებულ საერთაშორისო ასოციაციებთან და ორგანიზაციებთან, რითაც ცდილობს საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე შემოიღოს საერთაშორისო გამოცდილება და თანამედროვე "თამაშის წესები", ასევე პერიოდული ტრენინგების და სიახლეების დანერგვით გაზარდოს ასოციაციის წევრი ბროკერების პროფესიონალიზმი.

როგორ დაიცვას თავი დამკვეთმა არაკეთილსინდისიერი მოთამაშეებისაგან ბაზარზე?

შეგვიძლია ჩამოვთვალოთ ყველა ის ფაქტორი, რაც განაპირობებს დამკვეთის რისკს  საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე:

  • არ არსებობს არანაირი კანონმდებლობა, რომელიც განსაზღვრავს უძრავი ქონების ბაზარზე რეალტორულ საქმიანობას;
  • არ არსებობს არანაირი ლიცენზირება როგორც სახელმწიფო, ისე არასამთავრობო მხრიდან, რომელიც დაარეგულირებდა რეალტორულ საქმიანობას ბაზარზე;
  • არ არსებობს არანაირი საგანმანათლებლო დაწესებულება თუ ტრენინგ ცენტრი, რომელიც გაავრცელებდა ცოდნას და საერთაშორისო გამოცდილებას და ამით ხელს შეუწყობდა რეალტორულ საქმიანობას  საქართველოს ბაზარზე;
  • დამკვეთები ძირითადად რჩებიან მხოლოდ თავის იმედად, როცა ურთიერთობას ამყარებენ გაურკვეველ კომპანიასთან ან კერძო "მაკლერთან". არ არის არანაირი ზემო ორგანო, რომელიც ზოგადად რეკომენდაციას მისცემდა დამკვეთს, რომელ კომპანიას აქვს შესაბამისი კომპეტენცია, რომ ენდოს ან არ ენდოს;
  • უძრავი ქონება არის ძალიან რთული სფერო, როგორც იურიდიულად ასევე ტექნიკური თვალსაზრისით და მასში გარკვევა ძალიან რთულია სპეციალური ცოდნის გარეშე. ამ სფეროში აკუმულირდება დიდი ფინანსური რესურსები, ამიტომ რთული არაა ვივარაუდოდ, რომ ბევრი არაკეთილსინდისიერი ადამიანი ცდილობს თავისთვის სიკეთის მოპოვებას სხვის ხარჯზე.   
როგორ დავადგინო ქონების გასაყიდი თუ გასაქირავებელი ღირებულება და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

ქონების გასაყიდი თუ გასაქირავებელი ღირებულების სწორი დადგენა უმნიშვნელოვანესი ეტაპია, რომ წარმატებით განახორციელოთ შესაბამისი ტრანზაქცია. არ შეიძლება ქონების გამოტანა ბაზარზე პროფესიონალის შეფასების გარეშე. მეზობლის, ახლობლის ან სხვა არაპროფესიონალი მრჩეველის გამო თქვენ შეიძლება დაკარგოთ სოლიდური თანხა ან დრო, რომელიც ძალიან ძვირად ფასობს უკვე ჩვენთანაც.

უძრავი ქონების ღირებულების დადგენა თავისი მიზნიდან გამომდინარე არის მრავალნაირი და ცვალებადი. ჩვეულებრივ დამკვეთს ძირითადად აინტერესებს უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება, ანუ რა ფასად გაიყიდება თუ გაქირავდება მისი ქონება: ბინა, სახლი, მიწის ნაკვეთი, კომერციული ფართი და სხვა. რაც უფრო ტიპიურია ქონება, მაგალითად: ბინა, მსგავსი სახლი, თუ კომერციული ფართი მით უფრო ადვილია მისი ღირებულების დადგენა და კვალიფიცირებული რეალტორული სააგენტო მას ადვილად დაადგენს თავისი სტატისტიკური ანალიტიკური ბაზის მეშვეობით, მაგრამ განსხვავებული და სპეციფიური ქონების შემთხვევაში აუცილებელია უკვე სპეციალური პროფესიონალი შემფასებელი. ასეთი პროფესიონალი შემფასებელი შეიძლება ყავდეს კონკრეტულ სააგენტოს და შეიძლება არა. ასეთ შემთხვევაში კეთილსინდისიერი რეალტორი არ აიღებს თავის თავზე უძრავი ქონების შეფასებას, თუმცა შეფასების შემდეგ მისი გაყიდვა ანუ შეთავაზება ბაზრისთვის  ყველა კვალიფიცირებულ სააგენტოს შეუძლია. გასათვალისწინებელია ასევე თუ რა სეგმენტზე მუშაობს სააგენტო: ყველა, ბინა, სახლი, მიწები, კომერციული ფართები;